2017 წელს, სოფელ საგურამოში გახსნილი საწარმო "მანნა" დღეს თითქმის მთელ ევროპაშია ცნობილი. რაც მთავარია, იციან რომ ჩაი "მანნა“ საქართველოშია დამზადებული. თუმცა, ევროპაში გასვლამდე, "მანნას“ არანაკლებ ადვილი მისია ჰქონდა დაკისრებული. ქართველი მომხმარებლის სავარელი სასმელი უნდა გამხდარიყო. ამ სურვილის რეალობად გადაქცევისთვის, საწარმოს, ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია.
თავდაპირველად, საწორმო, მხოლოდ 4 სახეობის ჩაის აწარმოებოდა. დღეს კი "მანნა" 15 სახეობის ჩაით არის წარმოდგენილი. ბუნებრივ და ორგანულ ჩაის ფოთლებს, ისევე როგორც ხილის პროდუქტებს მანნა ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კომპანია აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ბუნებრივი ჩაის პროდუქტების სრულ ასორტიმენტს .
სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში ნედლეულის ფასმა მოიმატა. თუმცა, კომპანია ცდილობს, რომ აღნიშნული, ჩაის სამომხმარებლო ფასზე არ აისახოს და პროდუქციის ფასი უცვლელი დატოვოს.
მანნას ჩაით ევროპის ჰორეკა სექტორიც დაინტერესედა. თუმცა, იმის გამო, რომ საქართველოდან პროდუქტის ტრანსპორტირება გაცილებით დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, "მანნამ" საწარმო ჩეხეთში გახსნა. აღნიშნული საწარმო უზრუნველყოფს შეკვეთების მიღებას და ადგილზე მიწოდებას ევროპის სხვადასხვა ქალაქში სასტუმროებისა და რესტორნებისთვის.
მანნას სამომავლო გეგმები მასშტაბურია. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიოს 2 მსხვილი ბაზრის ასათვისებლად. კომპანიის დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ "მანნას" ჩაი, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, საუდის არაბეთსა და კანადაშიც შევა ახალი არომატებით, თუმცა უცვლელი წარწერით - Made in Georgia…