აშშ-ში ქალბატონებისთვის მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალო ახალი პრეპარატი შექმნეს. ეს პირველი დარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებაა მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურანოდ. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია სერიოზული დარღვევაა, რომელმაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს არა მარტო დედის, არამედ ბავშვის სიცოცხლეც. მძიმე შემთხვევაში მშობიარობისშემდგომი დეპრესიის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ჰალუცინაციები, ქცევის გადახრები და ახალშობილზე ზიანის მიყენებამდეც კი მივიდეს საქმე.აღსანიშანავია,რომ მშობიარობისშემდგომი საშუალო და მძიმე დეპრესიის დროს პრეპარატის ინტრავენური შეყვანისას მისი ეფექტურობა კლინიკური კვლევით დამტკიცდა. მკვლევრები პრეპარატის პერორალური ფორმის შესაქმნელად მუშაობენ.