ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა და presa.ge-ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა, რომლის თანახმადაც კავკასიის ინტერნეტმედიაჯგუფს დაეკისრა მის მიერ 2019 წლის 31 იანვარს არასწორად გავრცელებული ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა. ,,ვადასტურებთ, რომ presa.ge-ს მიერ 2019 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებული სტატია სათაურით - ,,საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ" - ფეკალიები სასმელ წყალში" არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია მყისიერად გავრცელდა სხვა სააგენტოების და სოციალური ქსელის მეშვეობით, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.” - ნათქვამია presa.ge-ს მიერ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში.