მართალია, გარი მარშალის "ლამაზმანი" 1990 წელს იხილა პუბლიკამ პირველად, მაგრამ ზღაპრული კონკიას თანამედროვე ისტორია ჯულია რობერტსისა და რიჩარდ გირის მონაწილეობით, სამი ათეული წლის შემდეგაც არ კარგავს პოპულარობას.
შეძლებული მამაკაცის და მსუბუქი ყოფაქცევის ქალის სიყვარულის ერთი შეხედვით ბანალური ისტორია, რომელიც მანამდეც მრავალჯერ იქნა მსოფლიო კინოსა და ლიტერატურაში გამოყენებული, მარშალმა თავისებურად განაახლა და სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით შესთავაზა მაყურებელს. გაცვეთილი სიუჟეტი ავტორმა ზედმეტი სენტიმენტალიზმისგან გაათავისუფლა და საოცრად მომხიბვლელი, ზომიერად ირონიული ფილმი შექმნა რომანტიკული და სოციალური კინოს ელემენტებით.
ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ დებიუტანტმა ჯულია რობერტსმა არა მხოლოდ "ოქროს გლობუსის" პრემია დაიმსახურა, არამედ ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა, რიჩარდ გირმა კი, ჰოლივუდის მთავარი გულთამპყრობელის ამლუა განიმტკიცა და საკუთარი პერსონაჟი – მდიდარი და ხელგაშლილი ედვარდ ლუისი მილიონობოთ ქალის ოცნების მამაკაცად აქცია.