კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი ბანკნოტებს ორი კვირით კარანტინში მოათავსებს, ხოლო ზოგიერთ ბანკნოტს კი საერთოდ დაწვავს.
ფული, ორი კვირის განმავლობაში უსაფრთხოდ შეინახება იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი 9 დღის შემდეგ კვდება.
ბანკში ასევე აღნიშნეს, რომ ბანკნოტებს მაღალი ტემპერატურის ქვეშ გაწმენდენ.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.