საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას "მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს" აპირებს.ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გააკეთა, თუმცა არჩევნების კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე არ სახელდება. „ამის თაობაზე ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან, თუმცა აქტი ამ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.