09:56
20 ივნისი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პრეზიდენტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძეს და მიხეილ სარჯველაძეს ხვდება
07-05-2021

პრეზიდენტი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ხვდება. სალომე ზურაბიშვილთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის შეხვედრაზე სავარაუდოდ, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებს განიხილავენ.

მანამდე პრეზიდენტი შეხვდა "გირჩის", "მოქალაქეების", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს, ასევე დეპუტატ სალომე სამადაშვილს. პრეზიდენტმა მათგან „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით არგუმენტები მოისმინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

AutoPlay
ბოლნისში მკვლელობა მოხდა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ბორჯომში უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
Bloomberg - მსოფლიოში ვაქცინების 2.55 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, დღეში ვაქცინაცია საშუალოდ 37 მილიონ ადამიანს უტარდება
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გვინეაში ებოლას მეორე ეპიდემიის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
ანრი ოხანაშვილი - მოვისმინეთ კელი დეგნანის განცხადება, კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს მეგობრებთან - მთავარია, ქვეყნის კონსტიტუცია, რომლის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები