პრეზიდენტმა ტაბახმელაში თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.დღეს ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისგან, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა მემორიალთან გაკეთებული განცხადებისას ახალი ინიციატივაც გაახმაურა. პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო თანხა, რომელიც კოჯრის ტყეში იმ ტერიტორიის აღდგენასა და ტურისტულ ზონად მოწყობას მოხმარდება, სადაც იუნკერების სანგრები მდებარეობდა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში მუზეუმი შეიქმნება, სადაც თავს მოიყრის ყველა ექსპონატი.