საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს. სამძიმრის წერილი პრეზიდენტმა "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა.
„მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.