პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს დღეიდან დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ავლაბრის სასახლეში პირველი შეხვედრა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. პრეზიდენტის მრჩევლები აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
კონსულტაციების დაწყების შესახებ პრეზიდენტმა გასული კვირის ბოლოს განაცხადა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა. მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.