არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელიც მუშაობს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე. ასე რომ, პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე წარმატებულად მუშაობს.