პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს შეწყალების კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ.მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების საკითხთა კომისიასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაიწყო."პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. პრეზიდენტი მადლობას უხდის კომისიის ყველა წევრს გაწეული სამსახურსითვის" - განმარტეს ადმინისტრაციაში.