ქართულ ჯართან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ეხმაურებიან. დეპუტატები ყველას მოუწოდებენ, რომ ქართულ ჯარზე მეტი სიფრთხილით ისაუბრონ. დეპუტატი სოფო კილაძე ასევე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა ვერ გადმოსცა საკუთარი სათქმელი რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი.