პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ასლან ბეჟანიძის დედა ადვოკატთან ერთად პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მისი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, ის მზად არის პროკურატურას მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია მიაწოდოს. ადვოკატის განცხადებით, ასლან ბეჟანიძის დედა თანხმობას აცხადებს, მონაწილეობა მიიღოს ყველა საჭირო საგამოძიებო პროცედურაში, თუნდაც ამოღებული იქნეს მისი ტელეფონი. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.