პრეზიდენტის სასახლე: "პარლამენტის თავმჯდომარეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან" - Palitra News

პრეზიდენტის სასახლე: "პარლამენტის თავმჯდომარეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან"

2017-04-25 17:12:45+04:00

პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას პრეზიდენტის სასახლიდან პასუხობენ. ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ გიორგი მარგველაშვილმა ხალხს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შთაბეჭდილება რჩებათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ამა თუ იმ საკითხზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან.