20- მდე უმაღლესი დონის დელეგაციის ლიდერებისა და პრეზიდენტებისთვის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო დახვედრის ცერემონია მიმდინარეობს , სადაც საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელები, სიმბოლურად, ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ. სტუმრებს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე ესალმებიან და საერთაშორისო დელეგაციების მილოცვებს იღებენ.