პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე ერთი საათი დავკარგე - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, თუ რატომ არიდებს პრეზიდენტი თავს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ღია ეთერში დისკუსიაში მონაწილეობას.