საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ისრაელის სახელმწიფოს რამდენიმე მოქალაქეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა დაჯილდოების ცერემონია მუზეუმში "სიონის მეგობრები" გაიმართა. პრეზიდენტმა რივა ბაბალიკაშვილი, თინა შიმშილაშვილი, ლეა ბარდანი და პნინა ბათცვი ლიპმანი ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა.