პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება და ოპოზიციის შორსმიმავალი გეგმების და პოლიტიკური ავანტიურის ჩაშლა" შეძლო.
როგორც თალაკვაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა განპირობებული იმით, რომ არ შექმნილიყო "კრიზისის იმიტაცია".
სალომე ზურაბიშვილის განცხადება კიდევ ერთხელ შეაფასეს უმრავლესობის სხვა წევრებმაც.