ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტი პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის რომელ კანდიდატებს წარუდგენს. სალომე ზურაბიშვილს პარლამენტისთვის კანდიდატთა სია ამ დრომდე არ წარუდგენია.
რეგლამენტის მიხედვით, ამისთვის პრეზიდენტს ვადა კვირის ბოლომდე აქვს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ რომ შერჩევის პროცედურებში მესამე სექტორის წარმომადგენლები არ იყვნენ ჩართული და ამიტომ ისინი პროცესის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები.