მონაკოს სამეფო ოჯახისთვის მიმდინარე წელი ძალიან მძიმე გამოდგა. პრინცესა შარლენის მძიმე ავადმყოფობას წლის ბოლოს მისი გაუჩინარებაც დაერთო. შარლენი გაურკვეველი დროით გაუჩინარდა და განაცხადა, რომ დროებით ყველასგან და ყველაფრისგან განმარტოება სურს.გასული წლის მაისიდან მონაკოს პრინცესა შარლენი სამხრეთ აფრიკაში იმყოფება. მას აფრიკაში ვიზიტისას უცნაური ინფექცია შეხვდა, რომელმაც უამრავი დაავადება გამოიწვია, მათ შორის სმენის მკვეთრი დაქვეითება. პრინცი ალბერის მეუღლე ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, მას რამდენიმე ურთულესი ოპერაცია დასჭირდა, თუმცა, დაავადება პროგრესირებდა.სამხრეთ აფრიკაში ყოფნის პერიოდში შარლენმა რამდენჯერმე გამოაქვეყნა ფოტო სარეაბილიტაციო ცენტრიდან, ბოლოს კი მან კიდევ ერთი ოპერაცია გადაიტანა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.ცოტა ხნის წინ შარლენი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მონაკოში დაბრუნდა. ამჯერად შარლენმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც ის მეუღლესთან და შვილებთან ერთადაა გადაღებული. ფოტოებიდან ჩანს, რომ ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე პრინცესა შარლენი საოცრად შეცვლილია.ამჯერად კი მონაკოს სამეფო ოჯახმა მისალოცი საშობაო ფოტო-ნახატი გაავრცელა. ეს გახლავთ ძალიან უცნაური, მაგრამ ამავე დროს ორიგინალური ჟესტი სამეფო ოჯახისგან. ნახატზე, რომელიც საშობაო ბარათს ახლავს, გამოსახული არიან პრინცი ალბერი, პრინცესა შარლენი და მათი ტყუპები.