19:31
26 თებერვალი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პრინცი ჰარი - ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო
20-01-2020

მინდა სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისგან ან ჰერცოგისგან, არამედ როგორც ჰარისგან: ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო, - ამის შესახებ პრინცმა ჰარიმ სამეფო ტიტულზე უარის თქმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

სასექსის ჰერცოგის თქმით, მას და მის მეუღლე მეგანს სურდათ, დედოფლის სამსახურში დარჩენილიყვნენ ისე, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსება არ მიეღოთ, თუმცა ეს "შეუძლებელი" იყო, რის გამოც, წყვილი იძულებული გახდა, სამეფო ტიტულზე უარი ეთქვა.

"გაერთიანებული სამეფო ჩემი სახლი და ის ადგილია, რომელიც მიყვარს და ეს არასდროს შეიცვლება. ბებიაჩემის, ჩემი მხედართმთავრის მიმართ ყოველთვის უაღრესად დიდი პატივისცემა მექნება", - განაცხადა პრინცმა ჰარიმ. მისივე თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, იოლი არ ყოფილა.

"გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი მეუღლისა და ჩემს გამო მივიღე, იოლი არ ყოფილა. ეს იყო რამდენიმე წლიანი გამოწვევის შემდეგ, რამდენიმე თვიანი საუბრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ვიცი, ყოველთვის მართალი არ ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გზა ნამდვილად არ იყო", - განაცხადა ჰარიმ.

გუშინ, ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი "მისი სამეფო უმაღლესობის" ტიტულით აღარ ისარგებლებენ, სახელმწიფო სახსრებს აღარ მიიღებენ და დედოფალს ოფიციალურად აღარ წარმოადგენენ.

AutoPlay
საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ირანის პრეზიდენტი: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმას მიხედოს, რომ მათ ქვეყანაში ათასობით ადამიანი გრიპით დაიღუპა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მიხეილ კალანდიას მამისა და ძმის თენგიზ და ლუკა კალანდიების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდებ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ერდოღანი: რუსეთს არ სურს, დაინახოს იდლიბში არსებული ჰუმანტარული კატასტროფა - თურქეთი უკან არ დაიხევს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დამატებით 115 შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
"საქართველოში კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია" - ჯანდაცვის მინისტრი
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები