Netflix-ის სერიალი The Crown-ი ინგლისის მოქმედი მონარქის, ელისაბედ II-ის, ბიოგრაფიას ეფუძნება. მეოთხე სეზონი პრინცესა დაიანასა და პრინც ჩარლზის ურთიერთობაზეა კონცენტრირებული. როგორც აღმოჩნდა, სამეფო ოჯახის წევრები ახალი ეპიზოდებით უკმაყოფილოები არიან.
ჩარლზისა და დაიანას შვილმა პრინცმა უილიამმა უკმაყოფილება გამოთქვა. სამეფო ტახტის მემკვიდრის აზრით, სცენარისტები ფულის შოვნის მიზნით მისი მშობლების ისტორიის არასწორ ექსპლუატაციას ახდენენ.