11:50
27 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
პროდუქტები, რომელსაც რუსეთში ვყიდით
20-03-2020

2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 853 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.9 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი არის რუსეთი 199 მილიონი დოლარით. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი შემცირდა და 60 მილიონ 389 ათას 500 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, საანგარიშო პერიოდში 138 მილიონ 631 ათას 700 დოლარამდე გაიზარდა.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულში ლიდერობს, ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლის ექსპორტმაც 17 მილიონ 674 ათას 400 დოლარი შეადგინა, მას მოსდევს ფეროშენადნობები - 15 მილიონ 971 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზეა - მინერალური და მტკნარი წყლები - 6 მილიონ 610 ათას 900 დოლარით. რეიტინგში მე-4 და მე-5 პოზიციებს კი სპირტიანი სასმელები და ციტრუსების ნაყოფი იკავებს, შესაბამისად, 4 მილიონ 194 ათასი და 3 მილიონ 50 ათას 800 დოლარით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები