2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 773 მილიონ 900 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.1 პროცენტი შეადგინა. რუსეთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია 301 მილიონ 400 ათასი დოლარის სავაჭრო ბრუნვით.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულში ლიდერობს, ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლის ექსპორტმაც 26 მილიონ 356 ათას 800 დოლარი შეადგინა, მას მოსდევს ფეროშენადნობები - 23 მილიონ 913 ათას 800 დოლარით; მე-3 ადგილზეა - მინერალური და მტკნარი წყლები - 10 მილიონ 593 ათას 100 დოლარით. რეიტინგში მე-4 და მე-5 პოზიციებს კი სპირტიანი სასმელები და მსუბუქი ავტომობილები იკავებს, შესაბამისად, 7 მილიონ 81 ათას 100 და 3 მილიონ 924 ათასი დოლარით.