ორსულობის დროს ჯანსაღი კვება აუცილებელზე აუცილებელია. სწორად შერჩეული რაციონი საჭიროა ორსულის ჯანმრთელობისთვის, ორსულობის მიმდინარეობისთვის და რაც მთავარია, ნაყოფის სწორად განვითარებისთვის. გინეკოლოგებისა და დიეტოლოგების რჩევების თანახმად, ორსულისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება.რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს წყალი, ხბოს ხორცი, თევზი, ხაჭო, ხილი, ბოსტნეული.აუცილებელია ორსულმა მიირთვას სალათის ფურცლები,რომლიც შეიცავს ორსულისთვის საჭირო არაერთ ნივთიერებას, მათ შორის ფოლიუმის მჟავას, რაც ემბრიონის ტვინის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს.ორსულმა აუცილებლად უნდა მიიღოს რძის პროდუქტი .მაწონში, კეფირში, ხაჭოში გაცილებით მეტი კალციუმია, ვიდრე რძეში. ორსულობის პერიოდში აკრძალულია იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც არ განეკუთვნებიან ჯანსაღი კვების პროდუქტებს: ფასთ-ფუდი, კონცენტრატები, ნახევარფაბრიკატები, ძეხვპროდუქტები, შებოლილი ნაწარმი, კონსერვირებული პროდუქტები (ხორცის, თევზის, ბოსტნეულის), ქარხნული წარმოების მაიონეზი, რძის ფხვნილი, ფენოვანი ცომის ნაწარმი, ჩიპსი, დიდი ოდენობით შაქარი; ასევე სასურველია რაციონიდან ამოღებული იყოს ხორცის, ფრინველისა და თევზის ნახარში ბულიონები, სასმელებიდან: მუქი ჩაი, ყავა, კაკაო, ცხელი შოკოლადი, ტკბილი გაზიანი, მატონიზებელი სასმელები და ნებისმიერი წარმოების დაკონსერვებული წვენები.