პანკრეასის პრობლემები უფრო ხშირად მათ აღენიშნებათ, ვინც ალკოჰოლის მოყვარულია, რეგულარულად მიირთმევს ცხიმიან ხორცს, კონსერვებს, ე.წ. ფასტ-ფუდს (ანუ იკვებება სწრაფი კვების ობიექტებზე) და სხვა მძიმე საკვებს. ცუდად აისახება პანკრეასის ფუქციობაზე ტკბილეულის უზომოდ მოხმარებაც. განსაკუთრებით მავნებელია საკონდიტრო წარმოების ის მაღალკალორიული პროდუქტები, რომლებიც შაქრითა და ცხიმითაა გაჯერებული.