ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრა.
იმ 10 პროდუქტს და მომსახურებას შორის, რომელიც ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა ლიდერობს, თვითმფრინავით მგზავრობა, რომლის ღირებულებაც - 40.01%-ით არის შემცირებული; მას მოსდევს ქლიავი - 24.87%-იანი გაიაფებით; მე-3 ადგილზეა ატამი, რომლის ფასიც 22.74%-ით არის შემცირებული; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი დიზელის საწვავი და ბენზინი ინაწილებენ, შესაბამისად, 17.84%-იანი და 16.75%-იანი გაიაფებით.
გაიაფებული პროდუქტებისა და მომსახურების ათეულში ხვდებან ასევე: სასტუმროს მომსახურება, კარტოფილი, ტურისტული მოგზაურობა საზღვარგარეთ, გაზის საწვავი და ქალის შარვალი.