პროექტი Check in Georgia აქტიურ ფაზაში შედის. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხემლმძღვანელმა განაცხადა. გიორგი ჩოგოვაძის თქმით, მიმდინარე და მომდევნო თვეებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, პროექტის მთავარ ღირებულებად კი ქვეყნის იმიჯის ზრდას ასახელებს. როგორც ჩოგოვაძე ამბობს, აღნიშნული პროექტი დამატებითი ეკონომიკური აქტივობის საფუძველია. ასევე მომგებიანია ინვისტიცირების თვალსაზრისითაც.