"პროკრტიდ ბანკის" მმართველმა მენეჯმენტმა 2016 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გასული წლის დეკემბერში პროკრეტიდ ჰოლდინგმა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე მთლიანი სააქციო კაპიტალის ვაჭრობის ნებართვა მოიპოვა. საბანკო მომსახურების გამარტივების მიზნით კი ბანკმა დანერგა და უახლესი აპარატურით აღჭურვა სივრცე 24/7, სადაც მომხმარებლები ოპერაციებს დამოუკიდებლად ასრულებენ. როგორც პროკრედიტ ჰოლდინგის მენეჯმენტმა აღნიშნა, ბანკისთვის მთავარ სამიზნე ჯგუფად კვლავ მცირე და საშუალო ბიზნესსექტორი რჩება. ბანკის დამფუძნებლის ინფორმაციით, ახლო მომავალში პროკრედიტი საკრედიტო პორტფელს 70 მილიონი დოლარით გააფართოვებს.