00:11
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პროკურატურა ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს
20-09-2019

ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკება კვლავ მიმდინარეობს.

როგორც სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა, ნანა ჯაყელმა განაცხადა, დაცვის მხარეს მათთვის ამ საკითხთან დაკავშირებით, მიმართული აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული არ არის.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. პროკურორმა ასევე, ქიმურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რომელიც საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო. სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვის ეტაპზე ადვოკატის შუამდგომლობით გადაიდო. შემდეგი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყბეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისინებს.

AutoPlay
მამაკაცი, რომელმაც შუამთის ქუჩაზე უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას დააკავეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გიორგი გახარია მის ქონებრივ დეკლარაციაზე განმარტებას აკეთებს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ეს პირდაპირი ჩარევაა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია - გიორგი გახარია რურუას გათავისუფლებაზე
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებისთვის შეკერილ ფეხსაცმელზე განმარტებას აკეთებს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რუსეთს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
პარლამენტში ნათია თურნავასა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები