გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.შესამაბისი განცხადება უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".
გამოძიების ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელი ხაზარაძეს 16 მილიონ 664 ათასი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში შეუწყო ხელი. წერეთელი გენერალურ პროკურატურაში 18 საათზეა დაბარებული. დღესვე დაკითხვაზე დაიბარეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, მათ საგამოძიებო უწყებაში 19 საათზე ელოდებიან.