პროკურატურამ დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას მიმართ ე.წ. კანონიერი ქურდობის ნაწილში გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა. ამის შესახებ პალიტრანიუსს პროკურორმა ვაჟა თოდუამ განუცხადა. მისი თქმით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სახელმწიფო ბრალდებამ როგორც ე.წ. კანონიერი ქურდობის, ასევე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილშიც გაასაჩივრა. ვაჟა თოდუას განცხადებით პროკურატურა მიიჩნევს, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ მსუბუქი სასჯელი გამოიყენა, რაც სახელმწიფო ბრალდებისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო. იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი წარმოებაში მიიღო, გერლიანის ინტერესების დამცველების თქმით, ისინი პროკურატურის ყველა არგუმენტს გააბათილებენ.