პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა "დაუსაბუთებლობის გამო" არ დააკმაყოფილა, ამავდროულად, ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პროკურორის წერილობითი მითითებების შესრულებამდე, მათ შორის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მიღებამდე და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ცალკეული გარემოებების გადამოწმების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებამდე, პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას საქმეზე მიიღოს რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მათ შორის პირი ცნოს დაზარალებულად.