00:01
30 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
პროკურორი განმარტავს, „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან მხოლოდ 5-ს რატომ დაუმძიმდა ბრალი
11-08-2020

პროკურორის ამირან გულუაშვილის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული და შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ტოიოტა ქამრის“ 6 მგზავრიდან მხოლოდ 5-ის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის მომზადებაში.

მისივე თქმით, გასაგებია შაქარაშვილის ოჯახის ემოციური მდგომარეობა და დამოკიდებულება მოძალადეების მიმართ, მაგრამ საქართველოს პროკურატურა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს და გადაწყვეტყილება მიიღოს მტკიცებულებების საფუძველზე.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

AutoPlay
ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლების მთავარი იარაღი არჩევნების დროს არის ძალადობა, ფიზიკური ანგარიშსწორება
გამოქვეყნდა 16 წუთის წინ
LIVE: რა ხდება ამ წუთებში მარნეულში, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გამოქვეყნდა 21 წუთის წინ
უმთავრესი გზავნილი, რაც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ არის ის, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ - თინა ბოკუჩავა
გამოქვეყნდა 25 წუთის წინ
ცესკო - ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
მარნეულში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
მარნეულში დაფიქსირდა კომისიაში დასაქმებული პირის ცემისა და კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტები - ცესკო
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები