პრომეთეს მღვიმეში განათების სისტემის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას.
აღსანიშნია, რომ პრომეთეს მღვიმეში უახლესი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სისტემა დაყენდა, შეიცვალა ნათურებიც, რაც მეტად ეფექტურს ხდის ვიზიტორების მღვიმეში მოგზაურობას.
განათების სისტემის მონტაჟი საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მასზე 1 200 000 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები გერმანელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა.