მაღაროელების პროტესტი - ჭიათურაში კულტურის სახლის შენობის წინ მათ აქცია გამართეს. მაღაროელები ხელფასების მომატებას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების დაცვას საწარმოში.მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მაღაროელები ამბობენ, რომ სხვა ზომებს მიმართავენ.ამასთან, მაღაროელებს საკუთარი მოთხოვნები „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველისთვის ნიკოლოზ ჩიქოვანისთვის უნდა გაეცნოთ, თუმცა შეხვედრა არ შედგა. შეხვედრის გადადების მიზეზად ჩიქოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.