რუმინეთში მეოთხე დღეა მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით, ბუქარესტსა და სხვა ქალაქებში ათი ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. აქციაზე შეკრებილები მთავრობის მიერ გაცემულ ახალ დეკრეტს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც გარკვეული კორუფციული დანაშაულებების დეკრიმინალიზაცია ხდება. დეკრეტის მიღების შემთხვევაში კორუფციაში ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და სხვა პირებს სასჯელი მოეხსნებათ, მომიტინგეები კი ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.