პუტინმა უფროს ქალიშვილს რუსეთის დატოვება აუკრძალა. რუსული მედიის ინფორმაციით, მარია ვორონცოვას უცხოეთში დაბადების დღის აღნიშვნა მეგობარ ბიჭთან ერთად უნდოდა... ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მარია ვორონცოვას 37-ე დაბადების დღის აღნიშვნა ერთ-ერთ "მეგობრულ ქვეყანაში", სავარაუდოდ, დუბაიში სურდა.
ვორონცოვას მეგობარი ბიჭი 33 წლის ევგენი ნაგორნია. მედიაში წერენ, რომ პუტინმა შვილს საზღვარგარეთ ფრენა აუკრძალა, რადგან ეშინია, რომ შესაძლოა ის რუსეთში აღარ დაბრუნდეს.
"პუტინმა კატეგორიული უარით გაისტუმრა შვილი და მისი უსაფრთხოება გააძლიერა. ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი რუსეთში დაბრუნებას აღარ გეგმავდა", - ნათქვამია რუსული ტელეგრამის არხის General SVR განცხადებაში, რომელიც კრემლის წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა.
ევგენის გაცნობამდე მარია დაქორწინებული იყო ნიდერლანდების მოქალაქე ჟორიტ ფაასენზე და საზღვარგარეთ ცხოვრობდა, მაგრამ ქმართან დაშორების შემდეგ მოსკოვში ცხოვრობს. მარიას ჰყავს ვაჟი, რომელიც ახლახან რვა წლის გახდა. ფაასენს რუსულ სახელმწიფო კორპორაციებსა და კომპანიებში, რომლებიც ვლადიმერ პუტინის "შიდა წრის" წევრებს ეკუთვნით, ეკავა მაღალი თანამდებობები. თუმცა ფაასენი ახლა უარყოფს რაიმე სახის ურთიერთობას რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილთან... განაგრძეთ კითხვა