ასეთი გადაწყვეტილებების საფუძველი არა საერთაშორისო სპორტის სიწმინდეზე ზრუნვა, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებია, რომელსაც 14 სპორტის ინტერესებსა და ოლიმპიურ ქმედებასთან არაფერი აქვს საერთო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილების კომენტერებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც რუსეთს 4 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. მისივე მტკიცებით, რუსეთს ყველა საფუძველი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.
"თუკი რუსეთის ეროვნული კომიტეტის მიმართ საჩივრები არ არსებობს, მაშინ ქვეყანას უფლება აქვს მონაწილეობა ეროვნული დროშის ქვეშ მიიღოს. ეს არის ის, რაც ოლიმპიური ქარტიაში წერია. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო ოლიმპიურ ქარტიას არღვევს. ყველა საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ გავასაჩივროთ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.