"აშშ-ს ახლა შეუძლია სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების რუმინეთსა და პოლონეთში განლაგება. ამისთვის შეუძლია გამოიყენოს იქ უკვე არსებული გასაშვები დანადგარები, რაზეც რუსეთმა რეაგირება უნდა მაოხდინოს", - ამის შესახებ განცხადება ფინეთში ვიზიტსას კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
"ამ რაკეტის გაშვება შეიძლება დანადგარებიდან, რომლებიც უკვე განთავსებულია რუმინეთსა და პოლონეთში. ამისთვის მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლაა საჭირო. მე არ ვფიქრობ, რომ ამის შესახებ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები თუნდ ევროკავშირს მიაწვდიან ინფორმაციას. ეს ჩვენთვის ახალ საფრთხეს ქმნის, რაზეც რეაგირება მოგვიწევს", - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, აშშ-მა 18 აგვისტოს გამოსცადა მოდერნიზებული ფრთოსანი რაკეტა, რომელმაც პირობითი სამიზნე დააზიანა 500 კილომეტრზე შორს. 500-დან 5500 რაკეტების წარმოება, გამოცდა და განლაგება 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით აკრძალული იყო. ამ ხელშეკრულებიდან აშშ და რუსეთი ერთად გამოვიდნენ 2 აგვისტოს. დღეს აშშ-საც და რუსეთსაც აქვთ გასაშვები დანადგარები, რომლებიდანაც ფაქტობრივად ნებისმიერი რაკეტის გაშვება შეიძლება.