ყაჩაღობაში ბრალდებული 20 წლის გიორგი შაურიძის ოჯახის წევრებმა თბილისის პროკურატურასთან აქცია გამართეს. მათი განცხადებით, შაურიძეს დანაშული არ ჩაუდენია და აღიარებით ჩვენებაზე სამართალდამცავებმა ხელი იძულებით მოაწერინეს. აქციის მონაწილეები ხელახალი გამოძიების დაწყებას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც მათივე თქმით, წინასწარი დაკავების იზოლატორში შაურიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამავე მოთხოვნით უკვე 15 ე დღეა ბრალდებული საპატიმროში შიმშილობს. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მსჯავრდებულის დედას თბილისის პროკურატურის წარმომადგენლები შეხვდნენ და მას დრიული გამოძიების პირობა მისცეს.