ყალბი 20 და 50-ლარიანი ბანკნოტების გასაღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ორი პირი დააკავა .გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე და ფიზიკურ პირებზე, სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ, ახალი მოდიფიკაციის გაყალბებულ ლარის კუპიურებს.