ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციის წევრებს თან ჰქონდათ საქართველოს დროშები, რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო პლაკატები და ბანერები. აქციაზე საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა. აქციაში მონაწილეობა ცნობილმა სახეებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა მიიღეს. აქცია აგვისტოს ომის დაწყებიდან 9 წლისთავს მიეძღვნა. აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომის დროს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ განაცხადა, რუსული ოკუპაცია საქართველოში 200 წელზეა მეტია გრძელდება და აუცილებელია ამის წინააღმდეგ ერი გაერთიანდეს.