13:48
18 ოქტომბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა თბილისის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
27-03-2016
ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა თბილისის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უზბეკი სოიბ კურბონოვი დაამარცა. მან თბილისის საქართველოს გრან-პრიზე მე-7 მედალი მოუტანა. გასულ ორ საშეჯიბრო დღეში ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
რაც შეეხება სხვა ქართველ ძიუდოისტებს ისინი ტურნირს საპრიზო ადგილების გარეშე გამოეთიშნენ. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრა პაატა ღვინიაშვილმა პოლონელ პატრიკ სიეჩომსკისთან იუკოთი წააგო. ზვიად გოგოჭური მერვედფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან იპონით დამარცხდა. თორნიკე ჯუღელი მეორე შეხვედრაში პორტუგალიელ სელიო დიასთან იპონით დამარცხდა. პირველივე შეხვედრაში დამაცხდა გოგოლაშვილი არჩილი.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში სტარტზევე დამარცხდა ჯაბა მუმლაძე. ლაშა გურული კი პირველი მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ ღვინიაშვილის მომგებ მარტინ პასეკთან დამარცხდა.
+100 წონით კატეგორიაში ერთბაშად სამი ქართველი ძიუდოისტი დამარცხდა პირველივე შეხვედრაში: გიორგი ლაზუაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და ვახტანგ ოქრუაშვილი. ონისე ბუღაძემ ჯერ ესპანელ დავიდ ფერნანდესს მოუგო, შემდეგ კი პოლონელ მასიე სარნაკისთან დამარცხდა.
AutoPlay
ჩიკაგოში 26 000 მასწავლებელი გაიფიცა
გამოქვეყნდა 37 წუთის წინ
USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალი პროექტის განხორციელება იწყება
გამოქვეყნდა 40 წუთის წინ
20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა
გამოქვეყნდა 44 წუთის წინ
უნგრეთის პრემიერი - თუ თურქეთი სირიელ ლტოლვილებს ევროპისკენ გზას გაუხსნის, ჩვენ საზღვრის დასაცავად ძალას გამოვიყენებთ
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
კატალონიაში დღეს მასშტაბური გაფიცვები იმართება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები