"ყაზტრანსგაზ თბილისს" გენერალური დირექტორი შეეცვალა. მეწარმეთა რეესტრის 5 ნოემბრის ამონაწერით, კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე გახდა, რომელიც დღემდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში „ყაზტრანსგაზ თბილისს“ მფლობელიც შეეცვალა. კერძოდ, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ვოლთბეი“ გახდა.
ცნობისთვის, კომპანია WALTBAY (ვოლთბეი) საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფის - “სი ბი ეს ჯგუფის” ნაწილს წარმოადგენს.