ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სამი ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქებები სწრაფი კვების ობიექტებსა და ბარში მოხდა, რის შემდეგაც შენობებს ცეცხლი მოედო.
ადგილზე სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. სავარაუდოდ, შემთხვევის მიზეზი გაზის ავზის აფეთქება გახდა.