გერმანულმა კომპანია "ჯი-ეფ-კეი"-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა "რუსთავი 2"-ის დაკვეთით არის მომზადებული. კითხვაზე, თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას - შედეგები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 25.8%; "ნაციონალური მოძრაობა" - 25.5%; "სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე" - 6.9%; "ლეიბორისტული პარტია" - 3.7%; "თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია" - 2.9%; "პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი" - 1.6%; "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" - 1.4%; "რესპუბლიკური პარტია" - 0.5%; "პოლიტიკური ცენტრი გირჩი" - 0.4%; "ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე" - 0.4.