"შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის გამოც დაკარგა გონება და არ ახსოვს, როდის გადაუმტვრიეს თითები" - სახალხო დამცველი ბექაურის სკანდალურ მონაყოლს ახმაურებს - Palitra News
საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა, მყისიერად დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები ტერორიზმში ბრალდებული ბექა ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით.როგორც უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმის სრულყოფილად შესასწავლად სახალხო დამცველის რწმუნებულები გუშინვე იმყოფებოდნენ ჰოსპიტალში, თუმცა ერთი საათის განმავლობაში რწმუნებულებმა ვერ შეძლეს ბრალდებულის მონახულება, რაც სამედიცნო დაწესებულების თანამშრომლებმა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ნებართვის გაუცემლობით ახსნეს.ნანუაშვილის თქმით, გუშინ ახლად ნაოპერაციებმა ბრალდებულმა ფიზიკური სისუსტის გამო ვერ მოახერხა გასაუბრება მის წარმომადგენლებთან და ბექა ბექაურის მონახულება და გამოკითხვა მხოლოდ დღეს მოხერხდა.