მიხეილ ჭიაურელისა (უმცროსი) და გიორგი შენგელაიას ფილმი "სიყვარული ყველას უნდა" 1980 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მას შემდეგ რამდენიმე ათწლეული გავიდა, თუმცა ამდენი წლის მერეც ზეპირად იცის მაყურებელმა მისი ფრაზები: "ბურნუთ, რადიოზე დაიყენე თმები?", "უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი", "გიყვარს? ვინა, ბიჭო, ისა? მაშ, მტყუანს!", "სიჩუმეზე გიცან", "მე ვიცი და ჩემმა გუმანმა", "შენ არ იცი, რა ტკბილია თბილი კერა, თბილი ლოგინი", "კაცი ნაწუწნ კანფეტს დაამსგავსა, თვითონ კიდევ ქედანივით გვიყურებს", "ნეტა ვიცოდე, რა შენი დიპლიპიტო თავის საქმეა!", "იგრე ხართ, როგორც ყველი და პური", "რატო პატრონი არ მოვუკალ, რატო მეოთხედაც არ გავთხოვდი"... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი ფილმზე მუშაობის პერიოდს "პალიტრანიუსთან" იხსენებს. პარალელურად, შეიტყობთ, როგორ გაგრძელდა მისი პერსონაჟების ცხოვრება...